суббота, 19 октября 2013 г.



მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი 2013 წლის ოქტომბრიდან ახორციელებს ინტელის სასწავლო კურსს, რომლის მიზანია პროექტზე დაფუძნებული სწავლების დანერგვა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ეფექტური ინტეგრირება.

ტრენინგები ტარდება იმ მე-3 კლასის მასწავლებლებისთვის, რომლებიც სასწავლო პროცესში ბუკებს იყენებენ, ასევე სერტიფიცირებული და სქემაში ჩართული მასწავლებლებისთვის.

ტრენინგი 36 საათიანია და ცხრა ოთხსაათიან სამუშაო დღეს მოიცავს.

ტრენინგის შედეგად მონაწილეები გაეცნობიან ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროექტების შექმნასა და მომზადებას.
მოდული 1. პროექტებით სწავლება 
მოდული 2. სასწავლო პროექტის დაგეგმვა 
მოდული 3. კავშირები 
მოდული 4. სასწავლო ნიმუშების შექმნა 
მოდული 5. მოსწავლეთა პროექტების შეფასება
მოდული 6. დაგეგმვა მოსწავლეთა წარმატებისთვის
          მოდული 7. ფასილიტაცია ტექნოლოგიებით
მოდული 8. სასწავლო პროექტების პორტფოლიოს ჩვენება
მთავარი კითხვა, რომელსაც ტრენინგ-კურსი პასუხს გასცემს არის: 
როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ყველაზე ეფექტურად სწავლების პროცესის ხელშეწყობისა და მოსწავლეთა სწავლის შესაფასებლად?



პროექტებით სწავლება