ტრენინგები ტარდება იმ მე-3 კლასის მასწავლებლებისთვის, რომლებიც სასწავლო პროცესში ბუკებს იყენებენ, ასევე სერტიფიცირებული და სქემაში ჩართული მასწავლებლებისთვის.
ტრენინგი 36 საათიანია და ცხრა ოთხსაათიან სამუშაო დღეს მოიცავს.
ტრენინგის შედეგად მონაწილეები გაეცნობიან ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროექტების შექმნასა და მომზადებას.
მოდული 1. პროექტებით სწავლება
მოდული 2. სასწავლო პროექტის დაგეგმვა
მოდული 3. კავშირები
მოდული 4. სასწავლო ნიმუშების შექმნა
მოდული 5. მოსწავლეთა პროექტების შეფასება
მოდული 6. დაგეგმვა მოსწავლეთა წარმატებისთვისმოდული 7. ფასილიტაცია ტექნოლოგიებით
მოდული 8. სასწავლო პროექტების პორტფოლიოს ჩვენება
მთავარი კითხვა, რომელსაც ტრენინგ-კურსი პასუხს გასცემს არის:
როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ყველაზე ეფექტურად სწავლების პროცესის ხელშეწყობისა და მოსწავლეთა სწავლის შესაფასებლად?
ჯერ მხოლოდ მეოთხე დღეა რაც ამ ტრენინგს გავდივარ და მინდა ვთქვა, რომ საკმაოდ ნაყოფიერი და საინტერესოა. ყოველი დღე რაღაც ახალის მოლოდინია... სამწუხაროდ არ ვართ განებივრებულები ასეთი პროდუქტიული ტრენინგებით. ხშირ შემთხვევაში ძველის ,,გადამღერებაა'' ხოლმე. შებრუნებული საკლასო ოთახი ძალიან მომეწონა და კარგადაც ვიყენებ სასწავლო პორცესში. ვფიქრობ ეს მეთოდიც გაამართლებს.რადგან პროექტებით სწავლებას ბევრი დადებითი აქვს:
ОтветитьУдалитьმოსწავლეებს უვითარდებატ: კვლევის,შემოქმედებითი, თანამშრომლობის, საკომუნიკაციო უნარები...ახდენს ცოდნის ტრანსფერს.
მოკლედ, ძალიან მომწონს. ვნახოთ კურსის ბოლო როგორი იქნება. :(